ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები კულიბალის თაობაზე

ინგლისურ მედიაში დღეს კალიდუ კულიბალისთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობები გავრცელდა.

The Sun-ის ინფორმაციით,ლივერპული კულიბალის ტრანსფერში დაწინაურდა.მათი თქმით,ინგლისის ჩემპიონები ტრანსფერში დეიან ლოვრენის ჩართვას აპირებენ,რომ კულიბალიში მოთხოვნილი თანხა შეამცირონ.

Sky Sport UK კი ამტკიცებს,რომ ლივერპული მისი გაფორმებით არ არის დაინტერესებული,რადგან ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ევრო ზედმეტად ძვირია.

იტალიური მედია კი დარწმუნებულია,რომ კულიბალი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის არ დატოვებს,რადგან არსებული კრიზისის გამო მის სატრანსფერო ღირებულებას ვერავინ გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.