Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიკსონი:“ კულუსევსკის უდიდესი მომავალი აქვს“

რომას, ლაციოს და სამპდორიას ყოფილმა მწვრთნელმა, შვედმა სვენ გორან ერიკსენმა იუვენტუსის ახალ შენაძენზე, 20 წლის კულუსევსკიზე ისაუბრა.

„შვედეთის ნაკრებში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარდა, ისეთი ფეხბურთელი არ გვყოლია, რომელიც საგოლე მომენტს თავად შექმნიდა და თავადვე დაასრულებდა, თუმცა ახლა საბედნიეროდ კულუსევსკი გვყავს, რომელსაც ახლავე ეტყობა, რომ წინ უდიდესი მომავალი აქვს.

„ის ჯერ კიდევ 20 წლის არის, თუმცა შეხედეთ მის თამაშს… მას მატჩების ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. იუვენტუსს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდა გაიფორმა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.