ერიქსენი:“ინტერში გადასვლა სწორი არჩევანი იყო“

დანიელი ფეხბურთელის თქმით,ტოტენჰემიდან წასვლა და სათამაშოდ ინტერში გადასვლა სწორი არჩევანი იყო.

მისი აზრით,იტალიურ ფეხბურთს დღითი დღე ეჩვევა და მისი თამაშის ხარისხიც უფრო და უფრო იმატებს.

ერიქსენმა ინტერის ბოლო 2 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის,ვფიქრობ,ჩემი აქ მოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.ინტერში ძალიან კარგად დამხვდნენ და გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მხრიდან ყოველდღიურ გვერდში დგომას ვგრძნობ.

„ერთადერთ,რაც მწყინს არის ის,რომ სტადიონზე შეკრებილი ხალხის ემოციის და ატმოსფეროს ნახვა კარგად ვერ მოვასწარი,თუმცა ესეც მალე გამოსწორდება.

„რაც შეეხება სამპდორიასთან შეხვედრას,პირველ ნახევარში კარგად ვმოქმედებდი,რადგან მოწინააღმდეგე უფრო მეტ თავისუფალ ზონას ტოვებდა.მეორე ტაიმში კი ჩემი ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ,თუმცა სასურველ ფორმას ძალიან მალე აღვიდგენ.

„თქვენ ჯერ ნამდვილი ერიქსენი არ გინახავთ.მე უფრო მეტი გოლის გატანას ვაპირებ და გუნდსაც უფრო მეტად უნდა გამოვადგე მოედანზე.გატანის შანსები სამპდორიასთანაც მქონდა,თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენე.

„პაუზის დროს კონტესთან ერთად ბევრი ვივარჯიშეთ და შედეგიც სახეზეა.ჩემი ადაფტაცია წარმატებით მიმდინარეობს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.