Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს“

კრისტიან ერიქსენის თქმით,პრემიერ ლიგა და სერია ა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება,თუმცა კალჩოში თამაშით ის სიამოვნებას იღებს.

დანიელი ფეხბურთელი ხეტაფესთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გოლის გატანაც მოახერხა.

„როდესაც შენ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვები,ყოველთვის ცდილობ,რომ თამაშზე დიდი ზეგავლენა მოახდინო.გოლის მომენტში გამიმართლა,ბურთი ჩემთან აღმოჩნდა და მეც გოლის გატანა მოვახერხე,რითიც თამაშის მოკვლა შევძელით და მომდევნო ეტაპზე გავედით.

„განსხვავება იტალიურ და ინგლისურ ფეხბურთებს შორის?პრემიერ ლიგაში თამაში უფრო მარტივია.იქ გაუჩერებლად წინ და უკან სირბილი გიწევს,იტალიაში კი თითოეული მეტოქის წინააღმდეგ ტაქტიკურად ინდივიდუალური მომზადება გიწევს.

„პრემიერ ლიგაში განსხვავებულ ფეხბურთს მივეჩვიე და ინტერში გადმოსვლის შემდეგ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი,თუმცა კალჩოში თამაში ძალიან მსიამოვნებს.

„ლევერკუზენთან მძიმე დაპირისპირება გველის.მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და გერმანიაშიც საკმაოდ კარგად იასპარეზეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.