Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის აგენტი:“ იტალია არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კრისტიანს თამაში არ შეუძლია“

კრისტიან ერიქსენის აგენტის თქმით, იტალია არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მის კლიენტს თამაში არ შეუძლია.

მოგეხსენებათ, ერიქსენმა ინტერთან კონტრაქტი 2 დღის წინ იმის გამო გააუქმა, რომ გულის დეფიბრილატორის იმპლანტით თამაში იტალიაში კატეგორიულად აკრძალულია.

„კრისტიანს ინტერში დარჩენა და კარიერის გაგრძელება ძალიან სურდა, თუმცა მას იტალიაში იმის უფლებაც არ აქვს, რომ სავარჯიშო დარბაზში წავიდეს და მსუბუქად ივარჯიშოს.

„ერიქსენს იტალიის გარდა თამაშის უფლება ნებისმიერ ქვეყანაში აქვს. ჯერჯერობით არ ვიცით, სად გააგრძელებს ის კარიერას, თუმცა ჩვენ არაერთი წინადადება უკვე მივიღეთ.“