Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის აგენტი:“ კრისტიანისთვის ინტერის დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო“

ინტერის უკვე ყოფილი ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის აგენტის თქმით, ნერაძურის დატოვება დანიელი ფეხბურთელისთვის რთული გადაწყვეტილება იყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ერიქსენისა და ინტერის ისტორია ასე დასრულდა. კრისტიანს ინტერი და მისი ქომაგები, რომლებიც პირველივე დღიდან ძალიან თბილად დახვდნენ, ძალიან უყვარს, თუმცა ჩვენ სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა.

„იტალია არის ერთადერთი ქვეყანა ტოპ ჩემპიონატებში, სადაც გულის დეფიბრილატორის იმპლანტით თამაში არ შეიძლება.

„ერიქსენი უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვარჯიშობს და ის კარგ ფორმაშია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მან იტალია დატოვოს.

„კრისტიანს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება სურს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რომელ ჩემპიონატში ითამაშებს ის. მე რამდენიმე გუნდმა მის თაობაზე უკვე დამირეკა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.“