Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის აგენტმა კრისტიანის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

კრისტიან ერიქსენის აგენტმა დანიელი ფეხბურთელის მოედანზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრისტიანი აჩქარებას არ აპირებს.

29 წლის ნახევარმცველს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას გული გაუჩერდა და მას დეფიბრილატორის იმპლანტის ჩადგმა მოუწია, ამ მოწყობილობით კი სერია ა-ში თამაში აკრძალულია.

„ერიქსენს ჯერჯერობით მოედანზე დაბრუნებისთვის არანაირი გეგმა არ აქვს. კრისტიანი კარგ ფორმაშია და ინტერი ამის ნახვით კმაყოფილი დარჩა.

„როგორც ყველას, კრისტიან სურს რომ როგორც მამა, მეუღლე, შვილი, ძმა და მეგობარი საუკეთესო ფორმაში იყოს, ფეხბურთი კი მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მოდის. ჩვენ აჩქარებას და გარისკვას არ ვაპირებთ.“

სხვადასხვა წყაროების ცნობით, ერიქსენმა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ის მოედანზე დაბრუნებას 5-6 თვეში მოახერხებს.