Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან ერიქსენმა დანიაში, თავის მშობლიური გუნდის ოდენსეს ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა და ბევრი თვლიდა, რომ ის ფეხბურთში დასაბრუნებლად მზად იყო, თუმცა როგორც ჩანს ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარიც კი ადრეა.

„კრისტიანი სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს. მას ამ პროცედურის გავლა თავის მშობლიურ ქალაქში სურს, სადაც თავს ყველაზე მშვიდად გრძნობს და ოდენსეს ამისთვის შესანიშნავი პირობები აქვს.

„კრისი პოზიტიურად, ოპტიმისტურად და ენერგიულად არის განწყობილი. მას მებრძოლი ხასიათი აქვს, თუმცა აჩქარებას არ ვაპირებთ. მხოლოდ მას შეუძლია თქვმა მოახერხებს თუ არა საერთოდ ან კონკრეტულად როდის შეძლებს ის ფეხბურთში დაბრუნებას.“

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას დანია-ფინეთის მატჩის დროს გული გაუჩერდა, რისი გამომწვევი მიზეზიც ჯერ კიდევ უცნობია. მას სხეულში გულის დეფიბრილატორის იმპლანტი ჩაუდგეს, ამ მოწყობილობით კი სერია ა-ში თამაში აკრძალულია.

ერიქსენს ინტერთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.