Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის აიაქსში დაბრუნების შანსები იზრდება

იტალიურ მედიაში ინტერის დანიელი ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის აიაქსში შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სულ უფრო აქტუალური ხდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნება სურს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩადგმული დეფიბრილატორის იმპლანტის გამო, მას სერია ა-ში თამაში კატეგორიულად აკრძალული აქვს, ერედივიზიაში კი ამ მოწყობილობით თამაში შესაძლებელია და აიაქსის სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელს მწვანე შუქი უკვე აუნთო.

უახლოეს პერიოდში ერიქსენს კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც დადგინდება, დასჭირდება თუ არა მას იმპლანტის  ტარება პერმანენტულად და ასეთ შემთხვევაში, ინტერს მისი აიაქსში გაშვება მოუწევს.