Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენის გაფორმება არც პოჩეტინოს სურს…

ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport Italia-სთან ინტერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერიქსენის გაფორმება პოჩეტინოს პრიორიტეტი არ იქნება.

„ლუკაკუს ახლა ინტერში შემცვლელი არ ჰყავს. თუ გუნდს ერიქსენი, ვესინო და პინამონტი დატოვებენ, ინტერმა შესაძლოა მისი ალტერნატივის და ნახევარმცველის გაფორმება მოახერხოს.

„კონტეს ნება რომ იყოს, ის დე პაულს დღესვე გაიფორმებდა და მას მაშინვე სასტარტოში დააყენებდა, თუმცა ნერაძურის ამის საშუალება არ აქვს.

„პირველ რიგში ინტერს ერიქსენის გაყიდვა მოუწევს, რომლის ხელფასიც გუნდს დიდ ტვირთათ აწევს და სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ის გუნდის გეგმებში არ შედის. ძალიან ბევრი წავიკითხე, რომ ერიქსენი პოჩეტინოს სასურველი ფეხბურთელია, თუმცა ეს ასე არ არის, კრისტიანი პსჟ-ს პრიორიტეტი არ იქნება.

„ინტერმა რომ დე პაულის გაფორმება მოახერხოს, ნერაძური სკუდეტოს უდაო ფავორიტი გახდება, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.“