Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის ინტერიდან წასვლა გამორიცხული არ არის…

კრისტიან ერიქსენი სეზონის მეორე ნახევარში ინტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა, თუმცა მან ზაფხულში გუნდი შესაძლოა მაინც დატოვოს.

იტალიური მედიის ინფორამციით, ანტონიო კონტეს ზაფხულში ლაციოს ლიდერის სერგეი მილინკოვიჩ სავიჩის გაფორმება სურს და მზად არის, მის ტრანსფერს კრისტიან ერიქსენი შესწიროს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ნერაძური ზაფხულში ერიქსენის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს აუცილებლად განიხილავს და დანიელ ფეხბურთელს 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აუცილებლად გაყიდის, მიღებულ თანხას კი სავიჩის ტრანსფერს მოახმარს.

სავიჩის გარდა, ანტონიო კონტეს ჩელსის უკანახაზელის ემერსონ პალმიერის გაფორმებაც სურს, რომელცი ლონდონელების გეგმებში აღარ შედის და დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს დატოვებს.