Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის კარიერა დასრულდა ?

ცნობილმა კარდიოლოგმა სკოტ მიურეიმ Daily Mail-თან კრისტიან ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა გუშინ მომხდარი ფაქტის გამო დანიელმა ფეხბურთელმა ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს.

„დიდი ალბათობით ერიქსენს კარიერის დასრულება მოუწევს. იტალიელები სპორტსმენებს, რომლებმაც სერიოზული გულის პათოლოგია გადაიტანეს, სპორტული აქტივობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, ეს კანონია და ამის წინააღმდეგ ვერაფერს იზავ.

„იტალიაში სპორტსმენების ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ისინი ათლეტებში გულის დაავადებების გამოვლენის მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულები არიან, მაგრა, ასეთი სამწუხარო ინციდენტებისგან 100 პროცენტით დაზღვეული ვერ იქნები.

„ერიქსენს ექიმები საჭირო გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მე მის სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ ტელევიზორიდან ნანახით თუ ვიმსჯელებთ, კრისტიანს სერია ა-ში თამაშის უფლებას დიდი ალბათობით არ დართავენ.“