Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის მდგომარეობა სტაბილურია

UEFA-მ კრისტიან ერიქსენის ჯანრთელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

საბედნიეროდ ინტერის და დანიის ნაკრების ფეხბურთელის სიტუაცია სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მას დეტალური გამოკვლევა უახლოეს საათებში ჩაუტარდება და დეტალურ ინფორმაციას გავრცელებისთანავე მოგახსენებთ.

UPDATE: ერიქსენის მდგომარეობაზე ფეხბურთელის აგენტმა კომენტარი გააკეთა:

„ერიქსენის მამას ახლახანს ვესაუბრე, კრისტიანი თავისით სუნთქავს და საუბობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”

მატჩი დანიასა და ფინეთს შორის გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა ბელგიასა და რუსეთს შორის.