Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენის მსურველთა რიცხვი იზრდება

დღეს ინტერი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში შახტარს დაუპირისპირდება და ტრავმების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ კრისტიან ერიქსენმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს, თუმცა მისი ნერაძურიდან წასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ბოლო პერიოდში ერიქსენის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ყველაზე აქტიური პსჟ და ტოტენჰემი იყო, ინგლისური მედიის ინფორმაციით კი მათ რიგებს ევერტონი შეუერთდა.

ერთდროულად რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ კარლო ანჩელოტი კრისტიან ერიქსენს უკვე ესაუბრა და მათ ფეხბურთელის პრემიერ ლიგაში დაბრუნება განიხილეს, თუმცა ევერტონი იანვარში ფეხბურთელის ყიდვას არ აპირებს და კრისტიანის გაფორმებას მხოლოდ იჯარის წესით აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ნერაძური ფეხბურთელის იჯარას, რადგან დანიელს მსურველების რიგი უდგას, ინტერს კი მის სანაცვლოდ თანხის მიღება უკვე იანვარშივე სურს.