Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენის პსჟ-ში ტრასნფერი ჩაიშალა ?

კრისტიან ერიქსენის ინტერიდან წასვლა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილია და დანიელ ფეხბურთელს ყველაზე ხშირად პსჟ-ს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ეს ტრანსფერი რთულად წარმოსადგენია.

პსჟ სულ მალე მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოჩეტინოს წარადგენს, მისი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე კი სწორედ ერიქსენი გახლავთ, თუმცა რამდენიმე ინგლისური წყაროს მტკიცებით დანიელმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდს სეზონში 7.5 მილიონი ევრო მოთხოვა, რის გადახდასაც ისინი არ აპირებენ და თუ კრისტიანი მოთხოვნილ თანხას არ შეამცირებს, მისი ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.