ერიქსენის შემდეგი გუნდი გაირკვა ?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან თომას ტუხელი გაათავისუფლა და თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ამტკიცებს, რომ მის ადგილს ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს.
ერიქსენმა პოჩეტინოს გუნდში 6 სეზონის განმავლობაში 255 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მასზე მეტი გოლი მხოლოდ ჰარი კეინმა და სონმა გაიტანეს, თუმცა მათ ერთად ტიტული არასოდეს მოუგიათ.
ერიქსენს პსჟ-ს აქამდეც უკავშირებდნენ და Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ პოჩეტინო პსჟ-ს ჩაიბარებს, დანიელი ფეხბურთელის ლიგა 1-ში გადაბარგება გარდაუვალი იქნება.