Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენის წარმომადგენლები ინტერს სასამართლოში უჩივიან…

კრისტიან ერიქსენის და ინტერის ურთიერთობა როგორც ჩანს საბოლოოდ გაფუჭდა.

ერიქსენი ინტერს ზუსტად ერთი წლის წინ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელის კარიერა ინტერში არ აეწყო და ის უკვე ახალი გუნდის ძიებაშია.

ერიქსენის წარმომადგენლების აზრით, ინტერმა მათ ტრანსფერის განხორციელებისთვის განკუთვნილი ჰონორარი, 7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ და ამის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ჯერჯერობით ინტერის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია, თუმცა გუნდს რომ ფინანსურად ურთულესი პერიოდი უდგას, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია…

გათიშვა