Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი აიაქსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს…

რამდენიმე წყაროს ინფომრაციით, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა ინტერი დატოვოს და აიაქსში დაბრუნდეს.

ეს ინფორმაცია გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო მას დეფიბრილატორის იმპლანტი ჩაუდგეს, ამ მოწყობილოებით კი სერია ა-ში თამაში კატეგორიულად აკრძალულია.

წყაროების ცნობით, ინტერმა ერიქსენი აიაქსში შესაძლოა იჯარით გაუშვას, ან მხარეებს შორის საერთო შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდეს და დანიელმა ფეხბურთელმა კარიერა ერედივიზიაში გააგრძელოს, სადაც აღნიშნული იმპლანტით თამაში აკრძალული არ არის.

ჟურნალისტის ომარ ჰავაშის ინფორმაციით, აიაქსის ექიმებმა ერიქსენის მდგომარეობა უკვე შეისწავლეს და ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს…