ერიქსენი – ახალი სიცოცხლის დასაწყისი ?
გუშინ კრისტიან ერიქსენმა ინტერის შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და იტალიური მედიის აზრით, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ერიქსენმა ბენევენტოსთან მატჩში 111-დან 100 ზუსტი პასი გააკეთა, დაკარგული ბურთის დაბრუნება 9-ჯერ მოახერხა, კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა და ამდენივე საგოლე მომენტი შექმნა.