Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ ბაჯო ჩემი კუმირი იყო…“

კრისტიან ერიქსენის თქმით, მისი საყვარელი ფეხბურთელები ბავშვობაში მაიკლ ლაუდრუპი და რობერტო ბაჯო იყვნენ.

„ბავშვობაში მაიკლ ლაუდრუპი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო, დანიაში ყველას სურდა, რომ მისნაირი ყოფილიყო, რადგან ის საუკეთესო იყო.

„მამაჩემი კი რობერტო ბაჯოს დიდი გულშემატკივარი გახლდათ და პირველი მაისური სწორედ რობერტო ბაჯოსი იყო, რომელიც მამაჩემმა მიყიდა, მას შემდეგ ის ლაუდრუპთან ერთად ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და კუმირი გახდა.“

ერიქსენმა მილანურ დერბიში გადამწყვეტი ჯარიმის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც მისი კარიერა ინტერში უკეთესობისკენ წავიდა და ის ახლა გუნდიდს სასტარტო მოთამაშედ ითვლება.