Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი გადამწყვეტ სამედიცინო შემოწმებას წლის ბოლომდე ჩაიტარებს…

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი მიმდინარე წლის ბოლომდე სამედიცინო შემოწემბას ჩაიტარებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა ის სერია ა-ში კარიერის გაგრძელებას.

ერიქსენს გული ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გაუჩერდა, რის გამოც მას კანქვეშა გულის დეფიბრილატორის იმპლანტი ჩაუდგეს, რომლით თამაშიც იტალიაში აკრძალულია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ერიქსენი შემოწმებას დანიის კლინიკაში Rigshopitalet-ში გაივლის, რის შემდეგაც მას საბოლოოდ ეცოდინება, შეეძლება თუ არა ჩადგმული იმპლანტის ამოღება.

წყაროს ცნობით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ნერაძური დანიელ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუწყვეტს და მას უფლებას მისცემს სურვილისამებრ ნებისმიერ გუნდს შეუერთდეს.