Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი ინტერთან კონტრაქტს იანვარში გაწყვეტს

ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი იტალიური წყაროს ცნობით, კრისტიან ერიქსენი ინტერთან კონტრაქტს იანვარში გაწყვეტს.

ერიქსენმა გუშინ მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გული გაუჩერდა, მოედანზე ვარჯიში პირველად განაახლა, თუმცა მომხდარი ინციდენტის შემდეგ მის სხეულში იმპლანტირებული გულის დეფიბრილატორის გამო მას იტალიაში სპორტული აქტივობა აკრძალული აქვს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ექიმები ერიქსენის თაობაზე საბოლოო დიაგნოზს მომდევნო კვირაში გაავრცელებენ, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ის იტალიაში თამაშს ვეღარ მოახერხებს.

წყაროს ინფორმაციით, ის ინტერთან კონტრაქტს ოფიციალურად იანვარში გაწყვეტს და ისეთ კარიერას ისეთ ქვეყანაში გააგრძელებს, სადაც გულის იმპლანტით თამაში აკრძალული არ არის. ყველაზე რეალურ კანდიდატურად აიაქსი მოიაზრება.