Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი ინტერთან კონტრაქტს დღეს გაწყვეტს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი და მისი აგენტი ინტერის დირექტორებს დღეს შეხვდებიან და დიდი ალბათობით დანიელი ფეხბურთელი გუნდთან კონტრაქტს საბოლოოდ გაწყვეტს.

ერიქსენი დანიიდან იტალიაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ექიმებმა მას იტალიაში სპორტული აქტივობის უფლება არ მისცეს, რადგან CONI-ს პროტოკოლის მიხედვით, გულის დეფიბრილატორის იმპლანტით თამაში იტალიაში აკრძალულია.

წყაროს ინფორმაციით, ერიქსენი დიდი ალბათობით კონტრაქტს დღეს ან უახლოეს პერიოდში გაწყვეტს და კარიერას მშობლიურ გუნდ ოდენსეშ განაგრძობს, სადაც აღნიშნული მოწყობილობით თამაში აკრძალული არ არის.