Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ ინტერიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია“

კრისტიან ერიქსენმა დანიურ TV2 Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული სეზონი იყო, რადგან ინტერში თავიდან ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მსურდა.

„ამის მიუხედავად, მე გუნდის დატოვებაზე არასოდეს მიფიქრია, მე მსურდა, რომ მებრძოლა და ინტერში თავი დამემვიდრებინა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან შანსი მექნებოდა და ვთვლი, რომ ეს შანსი კარგად გამოვიყენე.

„მე ინტერში ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი და როდესაც შენ ამის უფლება არ გეძლევა, მენტალურად ძალიან რთულია. მოედანს მიღმა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მილანი დიდებული ქალაქია და ჩემი ოჯახი იქ თავს კარგად გრძნობს, თუმცა მოედანზე რაღაც მაკლდა.

„იყო ინტერის მოთამაშე შესანიშნავი გრძნობაა და ახლა, როდესაც მოედანზე დრო მეძლევა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

„მილანთან გატანილი ჯარიმის დროს ოდნავ გამიმართლა, თუმცა ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო, ხალხმა მე სხვა კუთხით დამინახა. დავამტკიცე, რომ მე ფეხბურთის თამაში კვლავ შემიძლია და თუ საჭიროა, ჯარიმის შესასრულებლადაც მზად ვარ.“

გათიშვა