Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ ინტერი ის არ აღმოჩნდა, რაზეც ვოცნებობდი“

კრისტიან ერიქსენმა, რომელიც ამჟამად ნაკრებთან ერთად იმყოფება, ერთ-ერთ სპორტულ არხთან ინტერვიუში უკმაყოფილება კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ტოტენჰემიდან ჩემი მიზნების და ოცნებების მისაღწევად წამოვედი, თუმცა ინტერში ის ვერ მივიღე, რაც მსურდა. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს, თუმცა საბოლოო სიტყვა მწვრთნელს ეკუთვნის.

„ძალიან უცნაური სიტუაციაა, რადგან მე და გულშემატკივრებს გვსურს, რომ მე მოედანზე უფრო ხშირად ვიყო,                მაგრამ მწვრთნელს სხვა იდეები აქვს და როგორც ფეხბურთელმა, მე მას პატივი უნდა ვცე.

„დავტოვებ თუ არა ინტერს იანვარში ? ამ ეტაპზე მე ჩემს ფორმაზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, თუ დრო მომეცემა მაქსიმალურად გამოვიყენო, შემდგომში რა იქნება არავინ იცის.“