Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი ინტერს არ დატოვებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი სიმონე ინძაგის ინტერის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება და ნერაძური მის გაყიდვას არ აპირებს.

ერიქსენი ინტერს 2020 წლის იანვარში შეუერთდა და თავიდან იტალიურ ფეხბურთს ვერ მოერგო. ის გუნდიდან წასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ადაპტაციის პერიოდი გაიარა და კონტესთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა.

დი მარციოს ცნობით, სიმონე ინძაგი ერიქსენის შესაძლებლობების ქომაგია და ის ინტერის ძირითადის უცვლელ წევრად მოიაზრება, ამიტომ დანიელი ფეხბურთელის გაყიდვა ფაქტობრივად გამორიცხულია.