Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ ინტერში შესანიშნავი დრო გავატარე…“

ინტერის უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მე ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი. მე იგივე ჩემს მეუღლესაც ვუთხარი და ვფიქრობდი, რომ მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია, რადგან ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და მინდა ჩვეულ რუტინას დავუბრუნდე.

„ინტერი ? მე იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ნერაძურის რიგებში ქომაგების მხრიდან სიყვარულს და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, ამიტომ იმედია მათთან გამომშვიდობების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში შემეძლება.“