Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი ისკოს სანაცვლოდ ?

ესპანური გამოცემა Mundi Deportivo-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მადრიდის რეალმა და ინტერმა ისკო-ერიქსენის ბარტეტი განახორციელონ.

ერიქსენის და ისკოს სიტუაცია გუნდებში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. არც ერთი ფეხბურთელი თავიანთი მწვრთნელების გეგმებში არ შედის და შესაძლოა მათი გაცვლა როგორც გუნდებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს.

ისკომ რეალის რიგებში მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 357 წუთი, ერიქსენმა კი 373 წუთი გაატარა და იანვარში ორივე მათგანი დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის…