Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს“

კრისტიან ერიქსენმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერში გადმოსვლის შემდეგ გარკვეული სირთულეები მქონდა, რადგან მაშინ ზუსტად არ ვიცოდი, თუ რას ითხოვდა კონტე ჩემგან.

„ტოტენჰემში მე მოედანზე იმის გაკეთება შემეძლო, რაც მსურდა და რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი, ინტერში კი ჩვენ გვაქვს ერთი საერთო გეგმა, რომელსაც ყველანი უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ სად არიან ჩვენი თანაგუნდელებ იდა რა მოძრაობას გააკეთებენ შემდეგ მომენტში.

„მე ამ ყველაფერთან მისაჩვევად დრო დამჭირდა და ვფიქრობ, რომ ახლა კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს.

„6 თვის წინ მე მართლაც რთულ სიტუაციაში ვიყავი, ახლა კი იტალიის ჩემპიონები ვართ და ბედნიერი ვარ, რომ ინტერის მაისურით ასეთ დიდ წარმატებას მივაღიე.

„სკუდეტოს მოპოვება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ახალი ციკლი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, იუვენტუსის მსგავსად ზედიზედ 9 სკუდეტოს მოპოვება გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძ₾ია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ავაშენოთ.

„კონტე ? ის თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მის ხედვას და მოთხოვნებს ბოლომდე მივყვებით და ამის ხედვა მოედანზეც შეგიძლიათ.

„დარჩება თუ არა ის გუნდში ? ეს მხოლოდ თავად მწვრთნელის და გუნდის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

„ვარ თუ არა ახლა უკეთესი ფეხბურთელი ? არა, მე ის თამაშიც მომწონდა, როგორც ინტერში გადმოსვლამდე ვთამაშობდი და ჩემი თამაში ახლაც ძალიან მომწონს. ახლა მე განსხვავებულ სტილში ვთამაშობ და CV-ში ერთი ტიტულით მეტი მაქვს, შესაძლოა ხალხს სწორედ ამიტომ ჰქონია, რომ მე უკეთესი ფეხბურთელი გავხდი.

„იყო თუ არა კოპა იტალიაზე მილანის კარში გატანილი გოლი გადამწყვეტი ? გარედან შესაძლოა ასე ჩანს, მაგრამ სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როდესაც მე უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა და მწვრთნელის და თანაგუნდელების ნდობა დავიმსახურე.

„ლუკაკუ ? მე ჯერ კიდევ პრემიერ ლიგაში თამაშის დროს ვიცოდი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო და დღეს რომელუ უფრო დომინანტია, ვიდრე მაშინ. მისი თანაგუნდელობა უფრო კარგია, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაში.“

გათიშვა