Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ კონტეს გუნდიდან წასვლის გამო შოკირებული ვიყავი“

ინტერის ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა განაცხადა, რომ მისი მომავალი ნერაძურის რიგებში ახალ მწვრთნელზეა დამოკიდებული.

„ჩემთვის ანტონიო კონტეს წასვლა შოკი იყო. ჩვენ ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული მოვიპოვეთ, რამდენიმე დღეში კი მისი გუნდიდან წასვლის შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ.

„ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ საფეხბურთო ხედვა განსხვავდებოდა. ჩვენ გამარჯვება გვსურდა, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ და ამისთვის კონტეს დიდ მადლობას ვუხდი.

„გუნდმა იცოდა, რომ კონტე და ჟანგი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ასეთი რამ გასული სეზონის სტარტზეც მოხდა და მაშინ არაფერი შეცვლილა. პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას გუნდიდან წასვლა არ სურდა და ზუსტად რა მოხდა, ახლაც არ ვიცი.

„ჩემი მოამვალი ? სამწუხაროდ, რა მოხდება მე არ ვიცი და ახლა ამაზე არ ვფიქრობ. დავრჩები თუ არა გუნდში, ეს ინტერის მომდევნო მწვრთნელზეა დამოკიდებული.“

გათიშვა