Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი:“ მადლობა თითოეული გამამხნევებელი წერილისთვის…“

კრისტიან ერიქსენმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში რჩება, ფეხბურთის ქომაგებს გამამხნევებელი წერილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გამარჯობათ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი კეთილი და შესანიშნავი წერილებისთვის მთელი მსოფლიოდან, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ყველა ფაქტორის გათვალისწინებით თავს კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით გამოკვლევები დასრულებული არ არის, მაგრამ მე კარგად ვარ.

„ახლა, მე დანიის ნაკრების ბიჭებს ვუქომაგებ მომდევნო მატჩებში. ითამაშეთ სრულიად დანიისთვის. საუკეთესო სურვლიებით, კრისტიანი.“