Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ მეტი სათამაშო დრო მინდოდა, თუმცა გადაწყვეტილებას კონტე იღებს“

კრისტიან ერიქსენმა ერთ-ერთ დანიურ გამოცემასთან გასული სეზონი შეაფასა.

ერიქსენი ინტერს იანვარში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საშუალოდ ერთ თამაშში მხოლოდ 41 წუთს ატარებდა. დანიელმა ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დროის მიღება მინდოდა, თუმცა ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს ყველაფერი ანტონიო კონტეს გადასაწყვეტია.

„როგორც გუნდმა, ჩვენ არაჩვეულებრივი რაოდენობის ქულები დავაგროვეთ და ძალიან ბევრი თამაში მოვიგეთ, გავიტანეთ გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი და გავუშვით ძალიან ცოტა. გავედით ევროპა ლიგის ფინალში, სადაც ინტერი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ რთულია, რომ ამდენი წარმატების შემდეგ, რამე პრეტენზია გამოთქვა.

„რაც უფრო მეტ წუთს იღებ, იმის დამტკიცების შანსიც მეტი გაქვს, რომ შენ უკეთ თამაში შეგიძლია, თუმცა მაშინ, როდესაც გუნდი იგებს, რამის შეცვლა მართლაც ძნელია…“

Leave a Reply

Your email address will not be published.