Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი მილანში მომდევნო კვირას დაბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი მილანში მომდევნო კვირის ბოლოს დაბრუნდება და დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, შეძლებს თუ არა სერია ა-ში კარიერის გაგრძელებას.

კრისტიან ერიქსენს გული ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთთან მატჩის მსვლელობისას გაუჩერდა, რის გამოც მას ექიმებმა დეფიბრილატორის იმპლანტი ჩაუსვეს, ამ მოწყობილობით კი სერია ა-ში თამაში აკრძალულია.

იმ შემთხვევაში, თუ ერიქსენს დეფიბრილატორის ტარება პერნამენტულად მოუწევს, მას სერია ა-ში თამაშის უფლება აღარ მიეცემა, თუმცა თუ ექიმები მისი ამოღების ნებას მისცემენ, კრისტიანი ბენეამატას რიგებში თამაშის გაგრძელებას მოახერხებს.