Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ მწვრთნელი თამაშის საშუალებას მაძლევს და ამით ბედნიერი ვარ“

კრისტიან ერიქსენმა ანტონიო კონტეს სათამაშო დროის სიმწირის გამო კიდევ ერთხელ ‘წაკბინა’.

შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც ინტერში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, დანიის ნაკრებში 3 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის გუშინდელ შეხვედრაში ინგლისის წინააღმდეგ, სადაც ერიქსენის გოლი გადამწყვეტი გამოდგა და დანიამ ინგლისი 1 – 0 დაამარცხა.

„ნაკრებში თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნება მგვრიდა და ეს ყოველთვის ასე იქნება. ახლა კარიერაში რთული პერიოდი მიდგას და იმდენს ვეღარ ვთამაშობ, რამდენსაც ტოტენჰემში ყოფნისას.

„საბედნიეროდ მწვრთნელი მწირი სათამაშო დროის მიუხედავად ნაკრებში მაინც მიძახებს და ბედნიერი ვარ, რომ ის თამაშის საშუალებას მაძლევს.“