Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ რატომ არ ვთამაშობ ? ეს კონტეს უნდა ჰკითხოთ“

ინტერის ფეხბურთელმა დანიაში გამართულ Q&A(კითხვა-პასუხი) სესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა, თუ რატომ არ იღებს ის რეგულარულად სათამაშო დროს.

„ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. დაურეკეთ და ჰკითხეთ, რადგან სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს. კარგი და ცუდი პერიოდი ყველას აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში ვისწავლე, თუ როგორ არ მივაქციო ამას ყურადღება.

„იტალიაში ყველას თავისი აზრი აქვს და ერთი შეცდომის გამო ყველა გაკრიტიკებს. ასეთ სიტუაციაში ადრე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი საათამაშო დრო მომეცემა.“