Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მსურს“

კრისტიან ერიქსენი, რომელიც ამჟამად დანიის ნაკრებთან ერთად იმყოფება იმედოვნებს, რომ სათადარიგოთა სკამზე დროის გატარება აღარ მოუწევს.

„მთელი სეზონი სკამზე ჯდომა არ მსურს. იმედი მაქვს, რომ გუნდის და მწვრთნელის სურვილი ჩემსას ემთხვევა. წინ რთული და დატვირთული სეზონი გველოდება და იმედი მაქვს, რომ თამაში მომიწევს.

„სკამზე ჯდომა სასიამოვნო არასოდეს არის და როდესაც ეს ფაქტი ხშირად მეორდება, დაძაბულობა უფრო მატულობს.

„ჩემგან ხალხი ელოდა, რომ მოედანზე სხვაობას ყველა მატჩში შევქმნიდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ახლა სხვანაირად მიყურებენ.

„თავიდან ინტერში ძალიან კარგი სტარტი მქონდა, თუმცა შემდეგ მცირე ჩავარდნა მქონდა და ახლა ისეთ სიტუაციაში მიწევს ყოფნა, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ.“

იტალიაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ერიქსენის გაფორმება დორტმუნდს და ჰერტა ბერლინს სურდათ.

„კონკრეტული წინადადება არ ყოფილა, მედიის სპეკულაციებს კი ყურადღებას არ ვაქცევ.“