Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი სერია ა-ში თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს…

იტალიის სპორტის ტექნიკურ მეცნიერებათა კომიტეტის წევრმა ფრანჩესკო ბრაკონარომ კრისტიან ერიქსენის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ფინეთთან მატჩის დროს მოედანზე გული გაუჩერდა, რის გამოც მას დეფიბრილატორის იმპლანტის ჩადგმა მოუწია, რომელიც მისი გულის ცემას აკონტროლებს.

„ამ მომენტისთვის ერიქსენის მოედანზე დაბრუნებაზე საუბარიც კი ზედმეტია. კრისტიანი თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ექიმები დაადასტურებენ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და მას იმპლანტი აღარ სჭირდება.“

29 წლის დანიელი ფეხბურთელი მკურნალობას დანიაში განაგრძობს, თუმცა უახლოეს პერიოდში ის მილანში დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება, მოახერხებს თუ არა ის კარიერის გაგრძელებას.