Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი სპურსში, ალი პსჟ-ში ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ტოტენჰემში დაბრუნდეს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დელე ალი პსჟ-ში გადაბარგდება.

ნერაძურის დირექტორმა ბეპე მაროტამ არაერთხელ დაადასტურა, რომ დანიელი ფეხბურთელი გუნდის გეგმებში აღარ შედის და ის დიდი ალბათობით გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

პოჩეტინოს პსჟ-ში დანიშვნის შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ ის ერიქსენის ტრანსფერს მოითხოვდა, თუმცა რამდენიმე გავლენიანი წყაროს მტკიცებით, ტოტენჰემის ყოფილი ვარსკვლავის ტრანსფერი არგენტინელისთვის პრიორიტეტული არ არის.

ინტერი მზად არის, 27 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი ყოფილ გუნდში იჯარის წესით დააბრუნოს, თუ ინგლისელები მის ხელფასს, 7 მილიონ ევროს სრულიად დაფარავენ.

გათიშვა