Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი:“ სწორი არჩევანი გავაკეთე“

არც თუ ისე წარმატებული სადებიუტო სეზონის მიუხედავად, კრისტიან ერიქსენი ნერაძურიში გადასვლას არ ნანობს.

„რამდენიმე დღე დასვენების საშუალება მქონდა და ახლა ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რა გეგმა აქვს ინტერს ჩემთან მიმართებაში.

„გუნდში ძალიან მალე დავბრუნდები და მწვრთნელს ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად დაველაპარაკები.

„მე სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას მიჩვეული ვიყავი, თუმცა ახლა სხვა რეალობაში მიწევს ყოფნა, თუმცა მე მზად ვარ, რომ ვიმუშაო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო. თავიდანვე ვიცოდი, რომ გარკვეული სირთულეები მელოდა, თუმცა საერთო ჯამში ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ.

„ინგლისში უფრო ბურთის კონტროლი უყვართ, იტალიაში კი თამაშის ბედს რამდენიმე მომენტი წყვეტს, იქ უფრო კონტრ-შეტევებზე უყვართ თამაში და რა თქმა უნდა, ადაფთაციისთვის დრო დამჭირდებოდა.

„იმას ვერ ვიტყვი, იტალიური ფეხბურთი ჯობია თუ ინგლისური, იტალიაში მე მხოლოდ 6 თვეა რაც ვიმყოფები, ინგლისში კი 6 წელზე მეტი გავატარე.“

Leave a Reply

Your email address will not be published.