Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი ტორინოსთან ძირითადს მიღმა დარჩება

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი ტრავმის გამო ტორინოსთან მატჩს სასტარტოში არ დაიწყებს და არტურო ვიდალის არყოფნის ფონზე, ძირითადში რობერტო გალიარდინის ვიხილავთ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ერიქსენს მთელი კვირის განმავლობაში მარცხენა მუხლზე პრობლემა ჰქონდა, თუმცა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ამის მიუხედავად გუნდი მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება.

გათიშვა