Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი ტოტენჰემში ბრუნდება ?

იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი დიდი ალბათობით ტოტენჰემში დაბრუნდება.

დანიელი ფეხბურთელი ინტერს გასულ იანვარში ტოტენჰემიდან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა კონტეს საყვარელი 3 – 4 – 3 სქემაში თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ მოახერხა და ის უფრო და უფრო მცირე სათამაშო დროს იღებს.

ერიქსენი, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი კიდევ 4 წელი აკავშირებს, სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს იღებს, რისი გადახდაც არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გუნდს ძალიან უჭირს და მზად არის, ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას.

გავრცელებული ინფორამციით, ტოტენჰემი ერიქსენის სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს და მხარეები ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ. ტოტენჰემი მზად არის, რომ დანიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინტერს დენი როუზი და დელე ალი დაუთმოს.