Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენი შესაძლოა დღეს გაწერონ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა საავადმყოფო შესაძლოა დღეს დატოვონ, რადგან მას გულის არანაირი დაავადება არ დაუდასტურდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი მკურნალობას სახლში გააგრძელებს და ინტერის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები, ადგილობრივ ექიმებთან ერთად, გულის გაჩერების გამოწვევის მიზეზების ძებნას გააგრძელებენ.

წყაროს ინფორმაციით, იმის გამო რომ კრისტიანს გულის არანაირი დაზიანება არ დაუდასტურდა, იმედები იმისა, რომ ერიქსენი ფეხბურთის თამაშს კვლავ მოახერხებს, ჯერ კიდევ არსებობს.