Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენი წლის ბოლო მატჩში განაცხადშიც არ იქნება

Sky Sport-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი ვერონას წინააღმდეგ ინტერის განაცხადში არ იქნება, რადგან დანიელი ფეხბურთელი სამშობლოში გაემგზავრა, რომ მეუღლის მშობიარობას დაესწროს.

არ არის გამორიცხული, რომ კრისტიან ერიქსენმა ინტერის მაისურით თავისი ბოლო მატჩი უკვე ითამაშა, რადგან არაერთი გავლენიანი წყაროს მტკიცებით, კრისტიანი ინტერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, რომელიც 4 იანვარს იხსნება.