Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენმა ვარჯიში განაახლა

ინტერის ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა დანიაში, მშობლიურ გუნდ ოდენსესთან ერთად ვარჯიში განაახლა.

კრისტიანი ვარჯიშს 12 ივნისის შემდეგ, რაც მას მოედანზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, პირველად დაუბრუნდა.

კრისტიანს გულის დეფიბრილატორის იმპლანტის გამო იტალიაში ვარჯიში და თამაში აკრძალული აქვს, ამიტომ ის ფორმის დაბრუნებას დანიაში ცდილობს.

ერიქსენს ინტერთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა იმის გამო, რომ მან დაზიანება სანაკრებო ბატალიების დროს მიიღო, ფეხბურთელის ხელფასს – 7 მილიონ ევროს FIFA ანაზღაურებს.

იტალიური წყაროების ცნობით, ექნება თუ არა ერიქსენს სერია ა-ში თამაშის საშუალება და პოტენციურად სად შეეძლება მას ფეხბურთის თამაში უახლოეს თვეებში გადაწყდება.