Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერიქსენმა მომავალი გუნდი აარჩია ?

კრისტიან ერიქსენის ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძური მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, რაც 10 მილიონით უფრო მეტია, რაც მისი გაფორმება დაუჯდა და არც თუ ისე სახარბიელო ფორმის მიუხედავად, დანიელ ფეხბურთელს მსურველები არ აკლია.

ტოტენჰემის ყოფილ პლეიმეიკერს ევროპის მასშტაბით რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი. ინგლისში ისიც დაიწერა, რომ ინტერს მისი გაცვლა არსენალის გრანიტ ჯაკაში სურდა, თუმცა…

Daily Star-ის ინფორმაციით, 28 წლის დანიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ აპირებს და პსჟ-ში გადასვლა სურს, რომელიც თავის მხრივ კრისტიანის გაფორმებით დაინტერესებულია და მზად არის, ნერაძურისთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოლაპარაკებები წამოიწყოს.