Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერიქსენს შესაძლოა სერია ა-ში თამაში აეკრძალოს…

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს გუშინ მოედანზე გული გაუჩერდა. საბედნიეროდ ინტერის ნახევარმცველი ახლა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ამ მომენტმა მის კარიერაზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს.

იტალიაში ნებისმიერ სპორტსმენტს, რომელსაც მსგავსი სახის პრობლემა შეექმნა, მომავალში სპორტული აქტივობა კანონით ეკრძალება. ჯერჯერობით ამ საკითხზე ინტერის მესვეურებს კომენტარი არ გაუკეთებიათ და იმედია, რომ ერიქსენის შემთხვევა ამ კატეგორიაში არ შევა.

„თავიდან ერიქსენი სუნთქავდა და მას პულსიც ჰქონდა, თუმცა უცბათ ჩვენ ის დავკარგეთ და დეფიბრილატორის გამოყენება მოგვიხდა, მას გული გაუჩერდა.

„რამდენად ახლოს ვიყავით მის დაკარგვასთან ? არ ვიცი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მას მხოლოდ ერთი დეფიბრლაცია დასჭირდა.

„ჯერჯერობით კრისტიანი საავადმყოფოში რჩება, რადგან გულის გაჩერების მიზეზი დადგენილი კიდევ არ არის.“