Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ერნანდესი:“ მილანში გადმოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია“

ტეო ერნანდესმა მადრიდის რეალში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მილანში გადასვლა ძალიან მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი იყო.

„მილანისთვის  თანხმობის სათქმელად ბევრი დრო არ დამჭირვებია. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულებით მეორე ადგილზე იმყოფება, გადაწყვეტილების მიღება უმარტივესი იყო.

„რეალში ბევრი დრო არ მეძლეოდა და ჩემს ოჯახთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახალი გუნდის ძებნის დრო დადგა, როდესაც მილანის ვარიანტი გამოჩნდა, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ სწორედ როსონერიში მსურდა კარიერის გაგრძელება.

„ერთ დღეს პაოლო მალდინიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან გასაუბრება სურდა. ჩვენ ერთმანეთს იბიცაზე შევხვდით და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ ლეგენდარულ ფიგურას ჩემი გუნდში მიყვანა უნდოდა.

„მან დამანახა, რომ ჩემი შესაძლებლობების სწამდა. ამ შეხვედრის დროს მალდინიმ ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა, რაც შემდეგში დამეხმარა, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.“

ერნანდესმა მილანის მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 7 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ის გასული სეზონის საუკეთესო მარცხენა მცველად დასახელდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.