Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ესპანეთის ‘დიდი სამეული’ იუვენტუსის უკანახაზელისთვის იბრძოლებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო ზაფხულში მერიჰ დემირალის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

23 წლის თურქი ფეხბურთელი ბიანკონერის სასუოლოდან 2019 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმებისა და მაღალი კონკურენციის გამო, ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, დემირალმა თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა და მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

ესპანური გრანდების გარდა, დემირალის სახელი ლივერპულს, მანჩესტერ სიტის და ევერტონსაც დაუკავშირეს. TuttoJuve-ს ცნობით, იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელი, რომელიც 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, 45-50 მილიონ ევროდ გაყიდოს.