Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ესპანიოლი კასტილეხოს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება

სამუ კასტილეხო სეზონის ბოლოს როსონერის რიგებს დატოვებს. 26 წლის მარჯვენა გარემარბის სახელი რამდენიმე ესპანურ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ესპანიოლი აქტიურობს.

კასტილეხო მილანს 2018 წელს ვილიარეალიდან, 21.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. კასტილეხომ მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და ესპანიოლი მზად არის, მილანს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს…

გათიშვა