Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ესპანური მედია: ისკოს მილანში გადასვლა სურს

July 13, 2020, Granada, GRANADA, SPAIN: Francisco Alarcon Isco of Real Madrid during the spanish league, La Liga, football match played between Granada CF and Real Madrid CF at Nuevo Los Carmenes Stadium on July 13, 2020 in Granada, Spain. Granada SPAIN - ZUMAa181 20200713_zaa_a181_220 Copyright: xIrinaxR.xHx

რამდენიმე დღის წინ მადრიდიდს რეალის პლეიმეიკერის, ისკოს სახელი მილანს დაუკავშირეს.

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემა DonBalon-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალმა ესპანელ ფეხბურთელს 20 მილიონი ევრო დაადო, რისი გადახდაც როსონერის უპრობლემოდ შეუძლია.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა მილანში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ბრაჰიმ დიასია, რომელიც ისკოს ახლო მეგობარია.

ერთადერთი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია. ისკო რეალში სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს, თანხას, რომელსაც მილანი არც ერთ ვარიანტში არ გადაიხდის და თუ მას კარიერის გაგრძელება როსონერიში სურს, გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.